Tuesday, July 22, 2014

მოდული 8

              გავეცანით  სახელმძღვანელოს  მერვე  მოდულს, რომელიც  შეეხება  სასწავლო  პროექტის  ჩვენებას. მოდულის  ფარგლებში  წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ სასწავლო  პროექტის  პორტფოლიოს  და  ავტვირთეთ  საბოლოო  ვერსია   google-ის  დისკზე  და  გავაზიარეთ  ბლოგზე  კოლეგებისთვის. 
            ამის  შემდეგ  ვისწავლეთ ბლოგზე  მენიუს  ზოლის  შექმნა და  გვერდების  დამატება, ასევე  დავუმატეთ  გაჯეტები  სურათის, ტექსტის  და სტატისტიკის. ბლოგში  ასევე  ჩავსვი  power point-ის  პრეზენტაციისა    და  ვიდეოს კოდი.

Monday, July 21, 2014

მოდული 7

                   გავეცანით  სახელმძღვანელოს  მეშვიდე  მოდულს, რომელიც  შეეხება  ფასილიტაციას  ტექნოლოგიებით. განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.  ასევე, გადავხედეთ   სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურებს და შევქმენით მასალები  მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესის  ხელშეწყობისთვის, კერძოდ  შევქმენი   ვორდის  დოკუმენტები: კრიტერიუმები  პრეზენტაციის  შესაქმნელად   და  ასევე    მოსწავლეთა  თვითშეფასების  რუბრიკა.

მოდული 6

          გავეცანით   სახელმძღვანელოს   მეექვსე  მოდულს, რომელიც  შეეხება  დაგეგმვას   მოსწავლეთა  წარმატებისათვის  და   თუ  როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. 
        ამის  შემდეგ  დავუბრუნდით  სასწავლო  პროექტის  გეგმას  და   შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  პუნქტები, რომელიც  მოიცავდა  შემდეგ  ქვეპუნქტებს:  სპეციალურ  საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური), მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.

Sunday, July 20, 2014

მოდული 5

         გავეცანით  სახელმძღვანელოს  მეხუთე  მოდულს, რომელიც  შეეხება  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასებას.  გავეცანით  თუ  როგორ  გამოვიყენოთ  რუბრიკები  და  ქულების  მინიჭების  სქემები  21-ე   საუკუნისა   და  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  განვითარებისათვის. შევიმუშავე  შეფასები  გეგმა  და  გამოვიყენე  პროექტის  შეფასების  ფორმები.
         მოდულის ბოლოს   გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი  ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
        ჩვენს  მიერ  შექმნილი  მოსწავლის  ნიმუში  და სხვა  დოკუმენტები  გავაზიარეთ  google-s  დისკზე.

მოდული 4

          გავეცანით  სახელმძღვანელოს   მეოთხე  მოდულს, რომელიც  შეეხებოდა სასწავლო  ნიმუშების  შექმნას.
         ამ   მოდულის  ფარგლებში  განვიხილეთ  თუ  როგორ  უნდა  ვასწავლოთ  მოსწავლეებს  ინტერნეტის  უსაფრთხოდ  და  პასუხისმგებლობით  გამოყენება.    სახელმძღვანელოს  მიხედვით უნდა  შეიქმნას  მოსწავლის  ნამუშევრის   ნიმუში  პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის  გვერდის  ან ბლოგის  სახით. ჩემს   მიერ  უკვე  შერჩეული  პროექტის  თემატიკიდან  გამომდინარე     შევქმენი  მოსწავლის  ნიმუში  power  point-ის  პრეზენტაციის  სახით  მსოფლოს   ძველ  საოცრებებზე. პრეზენტაციის  შექმნისას  გავითვალისწინე  პროექტის  გეგმაში  უკვე  შეტანილი  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები.
        შემდგომ  გავხსენი   უკვე  შექმნილი  სასწავლო  პროექტის  გეგმა  და    შევავსე  გარკვეული  პუნქტები, კერძოდ აღვწერე პროექტის პრეზენტაციის შექმნასთან  დაკავშირებული   სასწავლო  პროცედურები: საბაზისო  ცოდნის  შემოწმება-გამყარება, პროექტის  გაცნობა, კვლევის  დაწყება, ნამუშევრების  წარმოდგენა და  პროექტის  დასკვნითი  ნაწილი  -  შეჯამება. 

Wednesday, July 16, 2014

მოდული 3

      გავეცანით  სახელმძღვანელოს  მესამე  მოდულს, რომელიც  შეეხებოდა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივ და  ეთიკურ პრაქტიკას.
        ჩვენს  მიერ  უკვე  შექმნილ  საავტორო  უფლებების  საქაღალდეში  ჩამოვტვირთეთ  პაუარ პოინტის  პრეზენტაცია "საავტორო  უფლებების  ქაოსი"  და  ასევე  რამოდენიმე  ვორდის  დოკუმენტი, რომელიც  წარმოადგენს  გამოყენებული  ლიტერატურის  მისათითებელ  შაბლონებს.
      ამის  შემდეგ  ვისწავლეთ  gmail-ის  drive-ში  ფაილებისა  და საქაღალდეების  ატვირთვა,  ჩამოტვირთვა, წაშლა, სახელის  გადარქმევა   და  გაზიარება.

Friday, July 11, 2014

მოდული 2

              ტრენინგის  მესამე  დღეს  გავეცანით  სახელმძღვანელოს  მეორე  მოდულს, რის   შემდეგაც  უკვე  შექმნილ  სასწავლო  პროექტის  გეგმაში  შევავსე  გარკვეული  პუნქტები: პროეექტის  თემა  და  ზოგადი  შინაარსი; მოვიძიე  ეროვნულ  სასწავლო  გეგმაში  მიზნები  რომლის  მიღწევაც  მოცემული  პროექტის  მეშვეობით  გახდება  შესაძლებელი; ასევე  შევავსე  მიმართულების  მიმცემი  სააკვანძო  კითხვები.
           ამის  შემდეგ  გავაკეთე პროექტის  power  point-ის    პრეზენტაცია.