ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგ-კურსის "პროექტებით სწავლების" ზოგად სამოქმედო გეგმას, ასევე საგანმანათლებლო კომპანია " ინტელის" მიერ შექმნილ ამავე სახელწოდების ონლაინ სახელმძღვანელოს. სახელმძღვანელო შედგება 8 მოდულისგან. პირველ ორ დღეს ვიმუშავეთ პირველ მოდულზე, რომელიც მოიცავდა პირადი პორტფოლიოს შექმნას, რომელშიც განვათავსეთ რამოდენიმე საქაღალდე სადაც მთელი ტრენინგის მანძილზე შევინახავ სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას.
ტრენინგის პირველ დღეს ასევე გავეცანი სასწავლო პროექტის ზოგად გეგმას და შევქმენი პირადი ბლოგი.
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პროექტის პუბლიკაციის მომზადებას, ვნახეთ ბუკლეტის ნიმუში და შემდგომ თვითონ შევქმენი პროექტის ბუკლეტი.
No comments:
Post a Comment